
ლუკას სახარება 2:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად.
ლუკას სახარება 2:32 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-36 კვირის სამშაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 2:32 კონტექსტში
2:30რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი,
2:31რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე,
2:32ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად.
2:33ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით.
2:34აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 2:32
- ესაია 60:1აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.
- ესაია 60:3ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე.
- ესაია 49:6თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს.
- მოციქულთა საქმენი 26:23რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ეუწყებინა ნათელი ხალხისა და წარმართებისთვის.
- მოციქულთა საქმენი 13:47რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“.
- მოციქულთა საქმენი 13:48ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის.
- ესაია 42:6მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახვ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის,
- ესაია 42:7რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან - ბნელში მსხდომარენი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 2
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში