
ლუკას სახარება 2:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე.
ლუკას სახარება 2:40 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-31 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 2:40 კონტექსტში
2:38სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში.
2:39და როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეას დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.
2:40ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე.
2:41ხოლო მისი მშობლები ყოველ წელიწადს პასექის დღესასწაულზე მიდიოდნენ იერუსალიმში.
2:42და როცა თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში დღესასწაულზე ავიდნენ ისინი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 2:40
- ლუკას სახარება 2:52ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.
- ლუკას სახარება 1:80ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს.
- ესაია 11:1ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს.
- ესაია 11:5სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,
- მეფეთა ა 2:26ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მშვენდებოდა უფლისა და ხალხის თვალში.
- იოანე 1:14სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.
- ესაია 53:1ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?
- ესაია 53:2ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 2
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში