
ლუკას სახარება 20:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან;
ლუკას სახარება 20:34 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 20:34 კონტექსტში
20:33მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.
20:34იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან;
20:35ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან;
20:36თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 20:34
- ლუკას სახარება 16:8შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო; ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი.
- ლუკას სახარება 17:27ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას.
- ებრაელთა მიმართ 13:4ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს.
- ეფესელთა მიმართ 5:31ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
- კორინთელთა მიმართ ა 7:2მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი.
- კორინთელთა მიმართ ა 7:16რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 20
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში