
ლუკას სახარება 20:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო თუ ვიტყვით - კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.
ლუკას სახარება 20:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 20:6 კონტექსტში
20:4ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან?
20:5ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?
20:6ხოლო თუ ვიტყვით - კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.
20:7და მიუგეს: არ ვიცით, საიდან.
20:8ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 20:6
- მათეს სახარება 21:26ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, - ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.
- მათეს სახარება 11:9რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.
- მათეს სახარება 14:5და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
- ლუკას სახარება 1:76ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.
- იოანე 10:41ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო.
- ლუკას სახარება 7:26რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.
- ლუკას სახარება 7:29მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელ იღეს იოანეს ნათლის ცემით.
- მათეს სახარება 21:46და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 20
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში