გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 21:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 21:36

მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.

ლუკას სახარება 21:36 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 6 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის შაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 21:36 კონტექსტში

21:34ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.

21:35რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.

21:36მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.

21:37დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.

21:38და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში, რათა მოესმინა მისთვის.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 21:36

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 21

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში