
ლუკას სახარება 21:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა:
ლუკას სახარება 21:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 21:5 კონტექსტში
21:3და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო;
21:4ვინაიდან ყველამ ჩააგდო ის, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან თავისი სისაწყლით ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი.
21:5როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა:
21:6მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა.
21:7ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 21:5
- მათეს სახარება 24:1გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.
- მათეს სახარება 24:51შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
- იოანე 2:20იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?
- მარკოზის სახარება 13:1ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები!
- მარკოზის სახარება 13:37ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 21
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში