
ლუკას სახარება 22:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემ გვერდით მყოფნი.
ლუკას სახარება 22:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 მარტი, 2027, რძის უარყოფის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 22:28 კონტექსტში
22:26ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენ შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური.
22:27რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის, თუ ვინც სუფრას ემსახურება? რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის; ხოლო მე ვარ თქვენ შორის როგორც მსახური.
22:28თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემ გვერდით მყოფნი.
22:29და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი.
22:30რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 22:28
- ებრაელთა მიმართ 4:15რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
- ებრაელთა მიმართ 2:18ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდელში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
- მათეს სახარება 24:13ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
- მოციქულთა საქმენი 1:25რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას.
- იოანე 8:31და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
- იოანე 6:67მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?
- იოანე 6:68ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
- მათეს სახარება 19:28ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 22
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში