
ლუკას სახარება 4:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას.
ლუკას სახარება 4:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-11 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 4:20 კონტექსტში
4:18სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
4:19ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად.
4:20დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას.
4:21და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.
4:22ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 4:20
- ლუკას სახარება 4:17მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:
- იოანე 8:2დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
- ლუკას სახარება 19:48მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას.
- მათეს სახარება 5:1ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი.
- მათეს სახარება 5:2განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა:
- ლუკას სახარება 5:3შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.
- მათეს სახარება 13:1იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა.
- მათეს სახარება 13:2და შემოკრბა მის ირგვლივ დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავში შევიდა და დაჯდა, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 4
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში