გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 4:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 4:38

გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.

ლუკას სახარება 4:38 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 27 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-15 კვირის ორშაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 4:38 კონტექსტში

4:36შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?

4:37და მოედო მისი ამბავი მთელ არე-მარეს.

4:38გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.

4:39თავს დაადგა, შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი; მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.

4:40ხოლო მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც სხვადასხვა სენით სნეული ჰყავდა, მიჰგვარა ისინი მას; მანაც სათითაოდ დაადო ხელი და განკურნა ისინი.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 4:38

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 4

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში