
ლუკას სახარება 6:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
ლუკას სახარება 6:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 6:5 კონტექსტში
6:3ხოლო იესომ მიუგო მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
6:4როგორ შევიდა ღმერთის სახლში, და აიღო და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და მისცა მასთან მყოფთაც?
6:5და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
6:6ხოლო მეორე შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა ხალხს; და იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.
6:7უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა ბრალდების საბაბი ეპოვათ მისთვის.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 6:5
- მარკოზის სახარება 2:27და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის.
- გამოცხადება 1:10ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი,
- მარკოზის სახარება 9:7გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი: უსმინეთ მას.
- მათეს სახარება 11:5ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
- მათეს სახარება 11:8რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 6
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში