
ლუკას სახარება 8:47 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.
ლუკას სახარება 8:47 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-20 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 8:47 კონტექსტში
8:45და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?
8:46მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.
8:47რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.
8:48ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით.
8:49ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 8:47
- მარკოზის სახარება 5:33მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა.
- კორინთელთა მიმართ ბ 7:15თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თითიეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი.
- ფსალმუნები 2:11ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.
- ებრაელთა მიმართ 12:28ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.
- კორინთელთა მიმართ ა 2:3და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში.
- ლუკას სახარება 17:15ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს.
- ლუკას სახარება 17:16იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი.
- მოციქულთა საქმენი 16:29მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას;
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 8
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში