
ლუკას სახარება 9:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს.
ლუკას სახარება 9:45 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 18 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 9:45 კონტექსტში
9:43უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო იმით, რაც მოიმოქმედა იესომ; ხოლო მან თავის მოწაფეებს უთხრა:
9:44ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
9:45მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს.
9:46მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის.
9:47ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა ბავშვი, წინ დაიყენა
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 9:45
- ლუკას სახარება 18:34მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
- მარკოზის სახარება 9:32მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს.
- იოანე 12:16მისი მოწაფეები კი პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას.
- ლუკას სახარება 2:50მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი სიტყვები.
- იოანე 16:17ხოლო ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს უთხრა: ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარო?
- იოანე 16:18ასე ამბობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაც? ვერ გაგვიგია, რას ამბობს.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:14მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:16მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 9
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში