
მარკოზის სახარება 10:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ.
მარკოზის სახარება 10:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 10:13 კონტექსტში
10:11და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს.
10:12ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს.
10:13მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ.
10:14ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.
10:15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 10:13
- მათეს სახარება 19:13მაშინ მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი უშლიდნენ მათ.
- მათეს სახარება 19:15დაადო ხელი და წავიდა იქიდან.
- ლუკას სახარება 18:15მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ.
- ლუკას სახარება 18:17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
- გამოსვლა 10:9უთხრა მოსემ: ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებითურთ წავალთ. ჩვენი ქალ-ვაჟებითა და ცხვარ-ძროხითურთ წავალთ, რადგან საუფლო დღესასწაული გვაქვს.
- გამოსვლა 10:11ასე არ იქნება. მხოლოდ მამაკაცები წადით და ემსახურეთ უფალს, რაკი ამას ესწრაფით. და გაყარეს ისინი ფარაონისგან.
- მეორე სთვლისაება 31:12შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
- მეორე სთვლისაება 31:13მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 10
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში