
მარკოზის სახარება 10:48 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბევრი რისხავდა, გაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
მარკოზის სახარება 10:48 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 31 კვირის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 10:48 კონტექსტში
10:46მივიდნენ იერიხონში, და როდესაც გამოდიოდა იერიხონიდან, თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად, ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად.
10:47როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
10:48ბევრი რისხავდა, გაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
10:49იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის.
10:50მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 10:48
- მარკოზის სახარება 7:26ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან.
- მარკოზის სახარება 7:29და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან.
- ფსალმუნები 62:12და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.
- მათეს სახარება 19:13მაშინ მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი უშლიდნენ მათ.
- ლუკას სახარება 18:1უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:
- ლუკას სახარება 18:8გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?
- მარკოზის სახარება 5:35ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს?
- ებრაელთა მიმართ 5:7რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 10
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში