
მარკოზის სახარება 13:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ.
მარკოზის სახარება 13:36 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 თებერვალი, 2027 (სახარება).
მარკოზის სახარება 13:36 კონტექსტში
13:34მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თითოეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
13:35მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.
13:36რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 13:36
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:6მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:7ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან.
- რომაელთა მიმართ 13:11მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
- რომაელთა მიმართ 13:14არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
- მათეს სახარება 24:48მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას,
- მათეს სახარება 24:51შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
- მარკოზის სახარება 14:40როცა დაბრუნდა, კვლავინდებურად მძინარენი ნახა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ, და არ იცოდნენ, რა მიეგოთ მისთვის.
- ლუკას სახარება 21:34ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 13
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში