
მარკოზის სახარება 14:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან მის გასაცემად.
მარკოზის სახარება 14:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 14:10 კონტექსტში
14:8მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად.
14:9ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
14:10და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან მის გასაცემად.
14:11ხოლო მათ, ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და ვერცხლი აღუთქვეს მას. ის კი ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა გაეცა იგი.
14:12უფუარობის პირველ დღეს, როცა სწირავდნენ საპასექე კრავს, მოწაფეებმა უთხრეს: სად გნებავს, წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 14:10
- ლუკას სახარება 22:3შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი.
- ლუკას სახარება 22:6ისიც შეჰპირდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა, ხალხის დაუსწრებლად, მათთვის მიეცა იგი.
- იოანე 13:2სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა,
- მათეს სახარება 26:14მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან
- მათეს სახარება 26:16და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი.
- ფსალმუნები 41:9ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.
- იოანე 13:30ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე.
- მათეს სახარება 10:4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 14
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში