
მარკოზის სახარება 14:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში.
მარკოზის სახარება 14:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 14:28 კონტექსტში
14:26იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
14:27უთხრა მათ იესომ: ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემ გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ცხვრები.
14:28ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში.
14:29პეტრემ უთხრა: შეიძლება ყველანი შეცდნენ, მაგრამ მე - არა.
14:30მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 14:28
- მარკოზის სახარება 16:7მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.
- მათეს სახარება 28:16ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
- მათეს სახარება 28:7დაუყოვნებლივ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.
- მათეს სახარება 28:10მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ.
- მათეს სახარება 26:32ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეისკენ.
- მათეს სახარება 16:21მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს.
- იოანე 21:1შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ:
- კორინთელთა მიმართ ა 15:4დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა,
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 14
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში