
მარკოზის სახარება 14:52 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ.
მარკოზის სახარება 14:52 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 3 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 14:52 კონტექსტში
14:50მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა.
14:51ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია, მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი.
14:52ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ.
14:53მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და შეგროვდა მასთან ყველა მღვდელმთავარი, მწიგნობარი და უხუცესი.
14:54ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 14:52
- მარკოზის სახარება 13:14როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
- მარკოზის სახარება 13:16მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად.
- შესაქმე 39:12ჩაებღაუჭა ქალი სამოსელში და უთხრა: დაწექი ჩემთან! იოსებმა ხელში შეატოვა სამოსელი და გარეთ გავარდა.
- იობი 2:4მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 14
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში