
მარკოზის სახარება 14:72 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.
მარკოზის სახარება 14:72 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 3 მარტი, 2027, ხორცის უარყოფის ოთხშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 14:72 კონტექსტში
14:70მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ, რადგან კილოზე გეტყობა, რომ გალილეველი უნდა იყო.
14:71ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა.
14:72გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 14:72
- მარკოზის სახარება 14:30მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე.
- მარკოზის სახარება 14:68მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა.
- ეზექიელი 7:16თავს უშველიან მათი დანარჩომნი და იქნებიან მთებში ველის მტრედებივით; ყველა თავის უკეთურებაზე აკვნესდება.
- ეზექიელი 36:31მაშინ გაიხსენებთ თქვენს უკეთურ გზებს და უკუღმართ საქმეებს და შეგზარდებათ საკუთარი თავი თქვენს დანაშაულთა და სისაძაგლეთა გამო.
- ეზექიელი 16:63რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 119:59ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
- ფსალმუნები 119:60ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
- ლუკას სახარება 15:17გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 14
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში