
მარკოზის სახარება 16:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
მარკოზის სახარება 16:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 35-ე კვირა (ცისკრის მეორე სახარება).
მარკოზის სახარება 16:1 კონტექსტში
16:1და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
16:2კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.
16:3და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 16:1
- ლუკას სახარება 23:56ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს.
- ლუკას სახარება 24:12ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.
- მარკოზის სახარება 15:40იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე,
- მათეს სახარება 28:1ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და მეორე მარიამიც სამარხის სანახავად.
- მათეს სახარება 28:10მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ.
- იოანე 20:1ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.
- იოანე 20:10და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.
- მარკოზის სახარება 15:47ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 16
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში