
მარკოზის სახარება 16:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი.
მარკოზის სახარება 16:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-36 კვირიაკე (ცისკრის მესამე სახარება).
მარკოზის სახარება 16:14 კონტექსტში
16:12ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ.
16:13ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ.
16:14და ბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი.
16:15და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.
16:16ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 16:14
- კორინთელთა მიმართ ა 15:5და გამოეცხადა კეფას, მერე კი - თორმეტს
- ლუკას სახარება 24:36ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
- ლუკას სახარება 24:43მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.
- ებრაელთა მიმართ 3:7ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
- ებრაელთა მიმართ 3:8ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,
- იოანე 20:27მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.
- მარკოზის სახარება 16:11მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს.
- მარკოზის სახარება 16:13ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 16
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში