
მარკოზის სახარება 2:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო.
მარკოზის სახარება 2:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირა (სახარება).
მარკოზის სახარება 2:1 კონტექსტში
2:1რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო.
2:2და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
2:3მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 2:1
- მარკოზის სახარება 7:24წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა.
- იოანე 4:47გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
- ლუკას სახარება 5:18და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიყვნენ და მის წინაშე დაეწვინათ.
- მარკოზის სახარება 1:45მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.
- მათეს სახარება 9:1მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში.
- ლუკას სახარება 18:35ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.
- ლუკას სახარება 18:38მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე:
- მოციქულთა საქმენი 2:6ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თითოეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 2
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში