გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მარკოზის სახარება 3:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მარკოზის სახარება 3:4

მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ.

მარკოზის სახარება 3:4 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 20 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი შაბათი (სახარება).

მარკოზის სახარება 3:4 კონტექსტში

3:2და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის.

3:3ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ.

3:4მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ.

3:5რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.

3:6გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი.

პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 3:4

განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 3

სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში