
მარკოზის სახარება 4:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან.
მარკოზის სახარება 4:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 4:17 კონტექსტში
4:15გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათს გულში ჩაითესა.
4:16ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას;
4:17მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან.
4:18ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან,
4:19რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 4:17
- მათეს სახარება 11:6ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში.
- თესალონიკელთა მიმართ ა 3:3რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 3:5ამიტომ მეც ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ტიმოთე, რათა შეგვეტყო თქვენი ამბავი, ხომ არ გაცდუნათ მაცდურმა და ხომ არ გაცუდდა ჩვენი შრომა.
- იოანე 15:2ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
- იოანე 15:7თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
- მათეს სახარება 12:31ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.
- გამოცხადება 2:10ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.
- კორინთელთა მიმართ ა 10:12ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 4
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში