გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მარკოზის სახარება 4:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მარკოზის სახარება 4:21

და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას.

მარკოზის სახარება 4:21 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 4 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ორშაბათი (სახარება).

მარკოზის სახარება 4:21 კონტექსტში

4:19რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.

4:20ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.

4:21და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას.

4:22არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.

4:23ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!

პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 4:21

განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 4

სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში