
მარკოზის სახარება 4:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფეველი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი?
მარკოზის სახარება 4:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 4:30 კონტექსტში
4:28რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში.
4:29და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს, ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი.
4:30და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფეველი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი?
4:31ესაა მდოგვის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე უმცირესია ამ ქვეყნად.
4:32მაგრამ დათესვის შემდეგ ამოდის, ყველა მწვანილზე დიდი იზრდება და ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველებს შეუძლიათ მის ჩრდილში დაიბუდონ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 4:30
- მათეს სახარება 13:31სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;
- მათეს სახარება 13:32ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.
- ლუკას სახარება 13:18ხოლო მან თქვა: რისი მსგავსია ღმრთის სასუფეველი, ან რას ვამსგავსებ მას?
- ლუკას სახარება 13:21მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა.
- მათეს სახარება 13:24სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში.
- გლოვა იერემიასი 2:13რა ვთქვა შენზე, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? რას მიგამსგავსო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი დაქცევა, ვინ არის შენი განმკურნებელი?
- მათეს სახარება 11:16ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 4
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში