
მარკოზის სახარება 5:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი.
მარკოზის სახარება 5:32 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-15 კვირის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 5:32 კონტექსტში
5:30მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?
5:31ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?
5:32იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი.
5:33მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა.
5:34ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 5
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში