
მარკოზის სახარება 8:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა.
მარკოზის სახარება 8:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 8:13 კონტექსტში
8:11გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.
8:12მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.
8:13და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა.
8:14მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში.
8:15უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 8:13
- იოანე 12:36სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.
- მოციქულთა საქმენი 13:45ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.
- მოციქულთა საქმენი 13:46ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ.
- მათეს სახარება 15:14მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან.
- ფსალმუნები 81:12და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.
- მათეს სახარება 7:6ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
- ლუკას სახარება 8:37გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა.
- ოსეა 4:17შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენი.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 8
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში