
მარკოზის სახარება 8:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა.
მარკოზის სახარება 8:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის სამშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 8:25 კონტექსტში
8:23ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე?
8:24მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო.
8:25მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა.
8:26გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ.
8:27წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 8:25
- იგავესნი 4:18მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:18არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:9ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
- ფილიპელთა მიმართ 1:6მწამს, რომ თქვენ შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.
- მათეს სახარება 13:12რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 8
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში