
მარკოზის სახარება 8:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
მარკოზის სახარება 8:35 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 აპრილი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირა (სახარება).
მარკოზის სახარება 8:35 კონტექსტში
8:33ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
8:34მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
8:35რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
8:36რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 8:35
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:11სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:13რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.
- კორინთელთა მიმართ ა 9:23ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:8მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,
- ლუკას სახარება 17:33რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას.
- მათეს სახარება 16:25რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
- მათეს სახარება 19:29და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
- იოანე 12:25ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 8
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში