
მარკოზის სახარება 9:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა?
მარკოზის სახარება 9:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 9:10 კონტექსტში
9:8იმწამსვე მიმოიხედეს, მაგრამ ვერავინ დაინახეს იესოს გარდა.
9:9ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებოდა მკვდრეთით.
9:10მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა?
9:11და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო?
9:12ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 9:10
- მოციქულთა საქმენი 17:18ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
- ლუკას სახარება 24:7რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.
- ლუკას სახარება 24:8და გაახსენდათ მისი სიტყვები.
- მათეს სახარება 16:22მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!
- იოანე 12:16მისი მოწაფეები კი პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას.
- შესაქმე 37:11შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი.
- მარკოზის სახარება 9:32მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს.
- ლუკას სახარება 2:50მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი სიტყვები.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 9
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში