
მარკოზის სახარება 9:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში?
მარკოზის სახარება 9:33 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-29 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 9:33 კონტექსტში
9:31ვინაიდან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით.
9:32მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს.
9:33მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში?
9:34ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო.
9:35მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 9:33
- მათეს სახარება 18:1იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?
- მათეს სახარება 18:5და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს.
- ებრაელთა მიმართ 4:13არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
- ლუკას სახარება 9:46მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის.
- ლუკას სახარება 9:48და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენ შორის უმცირესი - უდიდესი იქნება.
- მათეს სახარება 17:24ხოლო როდესაც მიადგნენ კაპერნაუმს, მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?
- იოანე 21:17მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები.
- გამოცხადება 2:23სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თითოეულ თქვენგანს.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 9
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში