
მათეს სახარება 10:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე.
მათეს სახარება 10:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 3 კვირის სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 10:11 კონტექსტში
10:9ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს;
10:10ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა.
10:11რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე.
10:12ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
10:13და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 10:11
- ლუკას სახარება 10:7იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.
- ლუკას სახარება 10:8თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.
- იობი 31:32მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის.
- მსაჯულნი 19:16აჰა, ერთი ბერიკაცი საღამოხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან; ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ.
- მსაჯულნი 19:21შინ შეიყვანა და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.
- მოციქულთა საქმენი 18:1შემდგომ ამისა პავლე გამოვიდა ათენიდან და კორინთოს ჩავიდა,
- მოციქულთა საქმენი 18:3რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ.
- ლუკას სახარება 9:4რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 10
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში