
მათეს სახარება 10:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
მათეს სახარება 10:36 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 10:36 კონტექსტში
10:34ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.
10:35ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას.
10:36და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
10:37ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;
10:38ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 10:36
- მიქა 7:6რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები.
- იერემია 12:6რადგან შენი ძმებიცა და მამაშენის სახლიც, გღალატობენ. ისინიც კი გისევენ ბრბოს. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოდ გელაპარაკებოდნენ.
- ფსალმუნები 41:9ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.
- იობი 19:13მოძმენი მომაშორა და ჩემი მცნობელნი გამიუცხოვდნენ;
- იობი 19:19მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ;
- შესაქმე 4:8უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
- შესაქმე 4:10უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
- შესაქმე 37:17უთხრა იმ კაცმა: წასული არიან აქედან. ყური მოვკარი, ამბობდნენ, დოთაინში წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში მიაგნო მათ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 10
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში