
მათეს სახარება 13:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
მათეს სახარება 13:36 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-6 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 13:36 კონტექსტში
13:34ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.
13:35რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.
13:36მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
13:37ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა.
13:38ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 13:36
- იოანე 16:17ხოლო ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს უთხრა: ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარო?
- იოანე 16:20ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ.
- მათეს სახარება 15:15მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი.
- მათეს სახარება 15:16ხოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა?
- მათეს სახარება 9:28და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო.
- მარკოზის სახარება 6:45მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
- მათეს სახარება 13:1იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა.
- მარკოზის სახარება 8:9ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი; და გაისტუმრა ისინი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 13
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში