გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 13:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 13:40

როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს.

მათეს სახარება 13:40 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 29 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 6 კვირის ხუთშაბათი (სახარება).

მათეს სახარება 13:40 კონტექსტში

13:38ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი.

13:39ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები.

13:40როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს.

13:41რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ.

13:42და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 13:40

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 13

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში