
მათეს სახარება 14:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.
მათეს სახარება 14:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-8 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 14:20 კონტექსტში
14:18იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ.
14:19და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს.
14:20ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.
14:21ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.
14:22და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 14:20
- გამოსვლა 16:12ვისმინე ისრაელიანთა ჩივილი. ასე უთხარი მათ: საღამოხანს ჭამეთ ხორცი და დილით დაძეხით პურით, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- მარკოზის სახარება 6:42ყველამ ჭამა და გაძღა.
- მარკოზის სახარება 6:44ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი.
- გამოსვლა 16:8თქვა მოსემ: საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით.
- მათეს სახარება 16:8მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო?
- მათეს სახარება 16:10არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
- მარკოზის სახარება 8:8ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი.
- მარკოზის სახარება 8:9ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი; და გაისტუმრა ისინი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 14
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში