
მათეს სახარება 14:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი.
მათეს სახარება 14:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 3 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 7 კვირის სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 14:4 კონტექსტში
14:2და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი; მკვდრეთით აღმდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში.
14:3ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის - ფილიპეს ცოლის გამო.
14:4რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი.
14:5და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
14:6ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 14:4
- ლევიანი 20:21ვინც ძმის ცოლს ითხოვს, ეს აღრევა იქნება. ძმის სიშიშვლე გამოაჩინა, უშვილოები იქნებიან.
- ლევიანი 18:16არ აჰხადო სიშიშვლე შენი ძმის ცოლს; შენი ძმის სიშიშვლეა ეს.
- იგავესნი 28:1ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.
- მარკოზის სახარება 6:18რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი.
- ნეშტთა შორისა ბ 26:18წინ გადაუდგნენ მეფე ყუზიაჰუს და უთხრეს: შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა, არამედ მღვდლებს, აარონიანებს, რომელნიც მკმევლებად არიან ნაკურთხნი. გამოდი საწმიდარიდან! რადგან შესცოდე და პატივად არ ჩაგეთვლება უფლისგან, შენი ღმერთისგან.
- ნეშტთა შორისა ბ 26:19განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად, და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან.
- მეფეთა ბ 12:7უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან.
- მეორე სთვლისაება 25:5თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 14
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში