
მათეს სახარება 15:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?
მათეს სახარება 15:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 7 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 15:12 კონტექსტში
15:10მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ:
15:11პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.
15:12მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?
15:13ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.
15:14მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 15:12
- კორინთელთა მიმართ ა 10:32ნუ აცდუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას.
- კორინთელთა მიმართ ა 10:33ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.
- მათეს სახარება 17:27მაგრამ რათა არ ვაცდუნოთ ისინი, წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:3ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება.
- გალატელთა მიმართ 2:5წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში.
- იაკობის ეპისტოლე 3:17ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 15
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში