
მათეს სახარება 16:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თითოეულს.
მათეს სახარება 16:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 8 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 16:27 კონტექსტში
16:25რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
16:26რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
16:27რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თითოეულს.
16:28ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 16:27
- ფსალმუნები 62:12და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:10რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.
- რომაელთა მიმართ 2:6როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას:
- რომაელთა მიმართ 14:12ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს.
- გამოცხადება 22:12აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.
- გამოცხადება 22:15ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან.
- იერემია 17:10მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.
- ესაია 3:10უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 16
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში