
მათეს სახარება 17:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი.
მათეს სახარება 17:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-8 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 17:16 კონტექსტში
17:14როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე
17:15და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.
17:16მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი.
17:17ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ.
17:18შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 17:16
- მათეს სახარება 17:19მაშინ მოწაფეებმა დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?
- მათეს სახარება 17:20ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.
- ლუკას სახარება 9:40შევევედრე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს.
- მოციქულთა საქმენი 3:16რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.
- მოციქულთა საქმენი 19:15მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ?
- მოციქულთა საქმენი 19:16ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 17
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში