
მათეს სახარება 18:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი.
მათეს სახარება 18:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 18:11 კონტექსტში
18:9თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში.
18:10ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
18:11რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი.
18:12როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?
18:13და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 18
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში