
მათეს სახარება 18:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.
მათეს სახარება 18:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 18:19 კონტექსტში
18:17და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი.
18:18ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.
18:19კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.
18:20რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.
18:21მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემ წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 18:19
- მათეს სახარება 7:7ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:14და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:16თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი.
- მარკოზის სახარება 11:24ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ.
- იოანე 14:13რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.
- იოანე 14:14რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ.
- იოანე 16:23ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.
- მათეს სახარება 21:22და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 18
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში