
მათეს სახარება 18:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო.
მათეს სახარება 18:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-11 კვირა (სახარება).
მათეს სახარება 18:29 კონტექსტში
18:27შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
18:28მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო.
18:29ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო.
18:30მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი.
18:31ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 18:29
- მათეს სახარება 18:26დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი.
- მათეს სახარება 6:12და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა.
- ფილიმონეს მიმართ 1:18ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე.
- ფილიმონეს მიმართ 1:19მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ ამაზე მეტიც გმართებს ჩემი: თვით შენი თავი.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 18
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში