
მათეს სახარება 19:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს.
მათეს სახარება 19:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 11 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 19:10 კონტექსტში
19:8მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე.
19:9ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.
19:10უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს.
19:11ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა.
19:12ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 19:10
- კორინთელთა მიმართ ა 7:32მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს.
- კორინთელთა მიმართ ა 7:35ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.
- იგავესნი 5:15სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან,
- იგავესნი 5:19მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;
- იგავესნი 18:22ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო.
- ტიმოთეს მიმართ ა 5:11ახალგაზრდა ქვრივებს კი ნუ მიიღებ, რადგანაც ქრისტეს ზურგს აქცევენ და კვლავ გათხოვება სურთ,
- ტიმოთეს მიმართ ა 5:15რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა.
- კორინთელთა მიმართ ა 7:1ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 19
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში