გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 19:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 19:16

და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?

მათეს სახარება 19:16 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 12 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-12 კვირიაკე (სახარება).

მათეს სახარება 19:16 კონტექსტში

19:14ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი.

19:15დაადო ხელი და წავიდა იქიდან.

19:16და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?

19:17ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.

19:18უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 19:16

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 19

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში