
მათეს სახარება 21:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს:
მათეს სახარება 21:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 აპრილი, 2027, ბზობა: უფლის იერუსალიმად შესვლა (ცისკრის სახარება).
მათეს სახარება 21:4 კონტექსტში
21:2და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენ პირდაპირაა, და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ.
21:3ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ.
21:4ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს:
21:5უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი.
21:6მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 21:4
- ზაქარია 9:9იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.
- იოანე 12:15ნუ გეშინია, ასულო სიონისაო! აჰა, მოდის შენი მეუფე, ჩოჩორზე მჯდარი!
- მათეს სახარება 1:22ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული:
- მათეს სახარება 26:56ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა.
- იოანე 19:36ვინაიდან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი: მისი ძვალი არ შეიმუსრება.
- იოანე 19:37ხოლო სხვა წერილი ამბობს: იხილავენ მას, ვინც განგმირეს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 21
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში