
მათეს სახარება 22:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე.
მათეს სახარება 22:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 22:15 კონტექსტში
22:13მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
22:14ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი.
22:15მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე.
22:16ჰეროდელებთან ერთად მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისა.
22:17მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 22:15
- ლუკას სახარება 20:20და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს ცბიერი მზირნი, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი.
- ლუკას სახარება 20:26ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ.
- მარკოზის სახარება 12:13მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის.
- მარკოზის სახარება 12:17იესომ მიუგო და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. და უკვირდათ მისი.
- ფსალმუნები 56:5ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემ მიმართ.
- ფსალმუნები 56:7ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო!
- ფსალმუნები 2:2ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.
- ფსალმუნები 59:3რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემ წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 22
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში