
მათეს სახარება 22:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
მათეს სახარება 22:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 აპრილი, 2027, დიდი და წმიდა სამშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 22:37 კონტექსტში
22:35და ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, საცდუნებლად ჰკითხა:
22:36მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება?
22:37ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.
22:38ეს არის პირველი და მთავარი მცნება.
22:39და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 22:37
- მარკოზის სახარება 12:29ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!
- მარკოზის სახარება 12:30და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.
- ლუკას სახარება 10:27ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
- მეორე სთვლისაება 6:5გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით.
- მეორე სთვლისაება 10:12აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
- მარკოზის სახარება 12:33და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია.
- მეორე სთვლისაება 30:6წინდაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, რათა ცოცხალი დარჩე.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:2იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 22
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში