
მათეს სახარება 22:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
მათეს სახარება 22:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 22:6 კონტექსტში
22:4კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში.
22:5მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში.
22:6დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
22:7ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი.
22:8მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 22:6
- იოანე 15:19ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
- იოანე 15:20გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ.
- მათეს სახარება 10:22და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
- მათეს სახარება 10:25საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას.
- მათეს სახარება 5:10ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
- მათეს სახარება 5:12გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
- მათეს სახარება 10:12ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
- მათეს სახარება 10:18და მიგიყვანენ ჩემ გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 22
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში